ბრიტანული „X ფაქტორის” ჟიურის წევრები რობი უილიამსი და აიდა ფილდი ლონდონში, ბრიტანული პრემიის, Pride of Britain-ის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ. ესა არის ყოველწლიური დაჯილდოება, რომელიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს სიმამაცისა და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აჯილდოებს. ამ დღეს მეუღლეები ხელჩაკიდებულები პოზირებდნენ ფოტოგრაფებთან.
რობი უილიამსი კლასიკურად, შავ პიჯაკსა და თეთრ პერანგში იყო გამოწყობილი. აიდამ კი არჩევანი შავი ფერის კაბაზე გააკეთა, რომელიც წითელი დეტალებით იყო გაფორმებული. ანსამბლს კი ფილდმა წითელი ფერის ფეხსაცმელი შეუხამა. 44 წლის უილიამსი და მისი 39 წლის მეუღლე ღონისძიებას სტუმრების სტატუსით ადევნებდნენ თვალს, მათთან ერთად დაჯილდოებას არაერთი ცნობილი სახე დაესწრო.