ელენ დეჯენერესი ცნობილია თავისი სიყვარულით ფეშენებელური სახლების მიმართ. ამჯერად 60 წლის ტელეწამყვანმა მეუღლესთან, პორტია დე როსისთან ერთად ბევერლი-ჰილზში ახალი სახლი შეიძინა, რომლის ღირებულებაც 15 მილიონი ამერიკული დოლარია. სახლი 1962 წელს ჯონ ელჯინ ვულფის არქიტექტურით აშენდა და ის მსახიობ მარჯორი ლორდს ეკუთვნოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 2015 წელს სახლი 8 მილიონ დოლარად გაიყიდა
სახლის დიზაინი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა მასში შენარჩუნებულია ძველი ჰოლივუდური ბრწყინვალება. 5000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული ფეშენებელულ სახლში ხუთი საძინებელია. ცნობილია, რომ წყვილმა ეს სახლი ქორწინების 10 წლის იუბილის აღსანიშნავად იყიდა.