LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენა ზელენსკა – ერთად ჩვენ ვაიძულებთ რუსეთს პასუხი აგოს ყველა დანაშაულზე, რაც უკრაინაში ჩაიდინა

92
zelenssa

მსოფლიო ლიდერები გამუდმებით უჭერენ მხარს უკრაინას სხვადასხვა დონეზე – რუსების მიერ ჩადენილი დანაშაულის საჯარო აღიარებით დაწყებული ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებით დასრულებული, – ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ელენა ზელენსკამ „ტელეგრამზე“ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.

მისივე თქმით, ქალებს, როგორც არავის ესმით, უკრაინელი დედების სასოწარკვეთის, რომლებიც მშობიარობენ ბომბების ქვეშ და რომლებიც განიცდიან დამამცირებელ ქმედებებს ოკუპანტების მხრიდან.

„ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალური წნეხის განხორციელებას პუტინის რეჟიმზე და სერიოზულ ხარჯებს დავაკისრებთ ამ ომს, რომელიც მან საკუთარი არჩევანით დაიწყო. მადლიერი ვარ ყველა მხარდამჭერი სიტყვისთვის. ერთად ჩვენ ვაიძულებთ რუსეთს პასუხი აგოს ყველა დანაშაულზე, რაც უკრაინაში ჩაიდინა“,- განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g