ელენე ფოჩხუა ჟურნალ „სარკესთან“ ყოფილი ქმრის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის ოჯახს ეხმარება:
„შეძლებისდაგვარად გვეხმარება, საჩუქრებსაც უკეთებს შვილებს, ტელეფონებიც უყიდა და გოგონას სწავლის საფასურსაც იხდის. როცა მარტო დავრჩი,ა რ შემშინებია, რომ შვილებს ვერ გავზრდიდი. ერთად ცხოვრების პერიოდშიც ვმუშაობდი და საკმაოდ დიდი შემოსავალი მქონდა, რომელიც საერთო ბიუჯეტში შემქონდა და ერთობლივად ვხარჯავდით. ახლა, როცა მე ვარ მთლიანად პასუხისმგებელი ჩემი შვილების აღზრდასა და მომავალზე, უფრო გონივრულად ვხარჯავ ფულს…“