LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეუბნებოდა, მითხარი სად მუშაობ, მოგივარდები და თმით გითრევო“ – ელენე ფოჩხუას ყოფილი მეუღლის მეგობარი ქალი ფიზიკური ანგარისწორებით ემუქრებოდა

362
Untitled design (92)

მომღერალი ელენე ფოჩხუა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო.

კითხვას: ყოფილი მეუღლის მეგობარი ქალი ფიზიკური ანგარისწორებით დაგმუქრებიათ? მომღერალმა დადებითი პასუხი გასცა.

და არაერთხელ, დასძინა მან.

„ჩემმა მეუღლემ იცოდა ჩემი აიქლაუდის მონაცემები. ამ გოგომ ჩემი სახელით ამაზრზენი წერილი დაწერა. ვიღაცისთვის რომ ეჩვენებინა, ჩემი ნომერი იყო იქ დაფიქსირებული და ის დარწმუნდებოდა, რომ მე დავწერე. ანუ თავის თავს გაუგზავნა ამაზრზენი მუქარის წერილი,  ვითომ მე მას ვემუქრები მისი შვილის „რაღაცით“, დეტალებს არ მოვყვები. იმდენად ბილწი სიტყვებით წერდა, რომ მე იმ სიტყვების მარაგი არც მაქვს. (ამას გულწრფელად ვამბობ).

მათ ურთიერთობას იმდენი განუდგა, რომ ასეთ გზას მიმართა.

ჩემი მეუღლის ნათესავები და მეგობრები ამბობდნენ, ჩვენ გვყავს ერთი რძალი და სხვას არ ვაღიარებთო. ალბათ ამ მიზნით შექმნა წერილი და ბევრს გაუგზავნე, „ნახეთ, რა მომწერა თქვენმა ელენემ, რა იკადრაო“.

ჩემმა მეუღლემ დამირეკა, გვერდით ედგა ის. მსგავსი სიტყვებით შეურაცხყოფა მე არ გამიგია მისგან, ერთად საკმაოდ ბევრი წლები ვიცხოვრეთ.. რაც კი ბუნებაში ცუდი სიტყვა არსებობს, ყველა მითხრა, „როგორ აკადრე ამას ასეთი რამო“.

შემდეგ ეს გოგო მირეკავდა და მეუბნებოდა, მითხარი სად მუშაობ, მოგივარდები და თმით გითრევო.

მე მისი თმით თრევის არ შემეშინდა, იმის შემეშინდა, რომ მსგავსი ესემესი შეიძლება სხვისთვის მიეწერა, ან ეფლირტავა ჩემი სახელით.

მე წავედი უბნის პოლიციაში, ვიჩივლე. თან შემრცხვა. პოლიციაში ასე არასდროს შევსულვარ. ორივე დაიბარეს და გაფრთხილება მისცეს.

გამოუწერეს შემაკავებელი ორდერი. მას შემდეგ მსგავსი მესიჯი არ განხორციელებულა და მე ჩემი აიქლოუდის ყველა მისამართი შევცვალე“. – ამბობს ელენე ფოჩხუა.

ელენე ფოჩხუა ყოფილ მეუღლეზე: „არც ვბრაზობ, არც მწყინს, მისგან კარგი არაფერი მახსენდება…“

„დაიწყო ყვირილი – არ დამთავრდა შენი ეჭვიანობები, მოგცემ მის ტელეფონის ნომერს და იდაქალეთო“ – ელენე ფოჩხუა ქმრის ღალატზე

ელენე ფოჩხუა: „იყო იმ ქალის მუქარები, გვწერდა, რომ თბილისის ზღვაზე იყო თავის დასახრჩობად ასული…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g