მომღერალი ელენე ფოჩხუა ჟურნალ „თბილისელებს“ უზიარებს საკუთარ ემოციებს ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებით:
„იმდენად მატკინა გული ადამიანმა, რომელიც ძალიან მიყვარდა, დღეს ის ჩემთვის არაფერს წარმოადგენს, მხოლოდ ჩემი შვილების მამაა.
ძალიან მიყვარდა, თუმცა დღეს სხვა განცდა მაქვს მის მიმართ: არც ვბრაზობ, არც მწყინს, მისგან კარგი არაფერი მახსენდება.
იმდენად გაქრა გრძნობა, თავად მიკვირს, ასე მოკლე პერიოდში როგორ შევძელი ეს. მეგონა, ვერასდროს გადავლახავდი ამ პერიოდს, მაგრამ ახლა საკუთარ თავზე მეცინება – წინ რომ დამიდგეს, გულიც არ ამიტოკდება. თუ საერთოდ მიყვარდა, ისიც კი არ მახსოვს, ამდენი გულისტკენით გრძნობა ქვავდება და ქრება“.