LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე კალანდაძე ქართულ-იტალიურ ოჯახს გვაცნობს: „იცოდეთ, ქალაქ ლივორნოში – იტალიაში არსებობს #1 რესტორანი და ისიც ქართველის…“

340
ელენე კალანდაძე

ელენე კალანდაძე ქართულ-იტალიური ოჯახის შესახებ წერს, ციური ნაპირელმა მეუღლესთან ერთად ქალაქ ლივორნოში შექმნა ქართული რესტორანი, სადაც მომღერალი და ტელეწამყვანი სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა:

„მინდა, სრულიად ჩემმა ფეისბუქ-მეგობრებმა იცოდეთ ამ შესანიშნავი იტალიურ-ქართული ოჯახის და მათი რესტორნის შესახებ. ქალბატონი ციური ნაპირელი, რომელიც ბევრი წლის წინ წავიდა იტალიაში, ქალაქ ლივორნოში და დღეს მას საკუთარი რესტორანი აქვს. ბედმა მომახვედრა აქ სრულიად შემთხვევით, ლამაზ გარემოში და მქონდა ბედნიერება, დამეგემოვნებინა სასწაული კერძები. ასე რომ, იცოდეთ, ქალაქ ლივორნოში – იტალიაში არსებობს #1 რესტორანი და ისიც ქართველის“, აღნიშნავს ელენე „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ სტატუსში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები