LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია: არც გაბრაზებას ვაპირებ და არც გაბუტვას, შევეჩვიოთ ამომრჩევლის მათრახს

97
elene 77

არც მოგების შემთხვევაში არ ვაპირებ „გირჩის“ ურბანულ პოლიტიკასთან შეგუებას და კონტროლის ყველა ბერკეტს გამოვიყენებ , – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში იმ უთანხმოებაზეც წერს, რაც ახლადშექმნილ კოალიაციაში არსებობს.

„გირჩის“ ურბანულ პოლიტიკას მე კატეგორიულად არ ვიზიარებ. ასევე არ იზიარებს „გირჩი“ ჩემს მიდგომებს მაგალითად კოვიდის მართვაზე. ამასთანავე, მიმაჩნია, რომ „გირჩი“ არის პროდასავლური კოალიციის მნიშვნელოვანი ნაწილი. ზუსტად ვიცი მათი უკომპრომისობა ადამიანის უფლებების დაცვაში, კანონის უზენაესობის საკითხებში და აქ ცალსახად მოკავშირეები ვართ. გარდა ამისა ცოტნეს პერსონალურ წესიერებაში ეჭვი არ მეპარება.

კოალიციის სირთულეც ამაშია, რომ მისი ნაწილები ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნებიან. ოღონდ კოალიცია ჯობს ერთის დომინირებას, მით უმეტეს ინსტიტუტების არარსებობის პირობებში.

ასევე ბიძინას მოსაგებად „გირჩის“ ამომრჩეველის გამოყვანაც ძალიან მნიშვნელოვანია. არც კამპანიაში და მითუმეტეს არც მოგების შემთხვევაში არ ვაპირებ „გირჩის“ ურბანულ პოლიტიკასთან შეგუებას და კონტროლის ყველა ბერკეტს გამოვიყენებ. იგივეს იზამს სხვა. ვინ გადაწონის ხალხის არჩევანზეა დამოკიდებული.

ასევე გაგებით ვეკიდები კოალიციის ნაწილების კრიტიკას, მე ვიქნები თუ ცოტნე ამ შემთხვევაში და არც გაბრაზებას ვაპირებ და არც გაბუტვას. შევეჩვიოთ ამომრჩევლის მათრახს“, – წერს სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „ევროპული საქართველო,“„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და ელენე ხოშტარიას – პარტია „დროა“ თბილისის საკრებულოში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებს წარადგენენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g