კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის, თეონა ზაქრაშვილის განცხადებით, ხოშტარია დიღმის მთავარი სამმართველოდან გაათავისუფლეს.
როგორც ზაქრაშვილმა განაცხადა, 24-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ის იზოლატორიდან გამოუშვეს.
შსს: „ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, იქცეოდა აგრესიულად, უარს აცხადებდა შემოწმებაზე – მას თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა“
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავების შემდეგ, მის მიმართ „შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები განხორციელდა“.
ელენე ხოშტარიას გათავისუფლების შესახებ წერს კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამიაც.
გვარამია აღნიშნავს, რომ ხოშტარია სასამართლოს გარეშე გაათავისუფლეს.
„ამ წუთას ელენე გამოუშვეს იზოლატორიდან. არც სასამართლო, არც რამე საფუძვლის მითითება. უბრალოდ, კარი გაუღეს და გადი აქედანო, უთხრეს“, – წერს გვარამია.
ამ წუთას ელენე გამოუშვეს იზოლატორიდან. არც სასამართლო, არც რამე საფუძვლის მითითება. უბრალოდ, კარი გაუღეს და გადი აქედანო, უთხრეს 👀✌🏻
Posted by Nika Gvaramia on შაბათი, 29 მარტი, 2025
ცნობისთვის, ელენე ხოშტარია პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 28 მარტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.