პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში უკრაინელი პროფესორის შესახებ წერს, რომელიც მარიუპოლიდან საქართველოში ეტლში მჯდომ ქმართან ერთად ჩამოვიდა.
როგორც ხოშტარია აღნიშნავს, ახლა პროფესორი ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტში კითხულობს.
საქართველოში უამრავი ადამიანისგან მიღებულმა სიყვარულმა კი მას სიცოცხლის და მომავლის რწმენა დაუბრუნა.
“მარიუპოლის უნივერსიტეტის პროფესორი, ეტლში მჯდომ ქმართან ერთად ჩამოვიდა საქართველოში ერთი თვის წინ და დღეს კავკასიის უნივერსიტეტში ლექციას კითხულობს. აუდიტორია სავსეა სიყვარულით, ინტერესით.
დილის 7 საათზე გაისმა ზარი, მე და ჩემი ქმარი რუსთავის გზატკეცილზე ვართო. მორიდებული და სასოწარკვეთილი ხმით. ქმარს ნაწოლები აქვს და სისხლი სდისო.
მოკლედ, ექიმები გადაყვნენ, ექთანი ახლაც უვლის, ირინა სალონშიც წავიდა და მოწესრიგდა, კავკასიის უნივერსიტეტმა მიიღო და დღეს გაღიმებული ჰყვება სტუდენტები რა კითხვებს უსვამდენ. ბუნკერში ყოფნის პერიოდზე ლაპარაკი ახლაც უჭირს, მაგრამ საქართველოში უამრავი ადამიანისგან მიღებულმა სიყვარულმა მას სიცოცხლის და მომავლის რწმენა დაუბრუნა.
P.s ამ საკითხზე ვითანამშრომლეთ მერიასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ბიზნესთან, უბრალოდ მოქალაქეებთან” – წერს ელენე ხოშტარია.