LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია: საბჭოთა კავშირის მსგავსად, საქართველოს ყველა მოქალაქის ოჯახში დამონტაჟებულია „ქართული ოცნების“ ყური და თვალი – ეს არის უდიდესი ბოროტება

52
ელენეხოშტარია

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ე.წ. ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხს ეხმაურება. მისი თქმით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ხელისუფლება ყველა მოქალაქეს უსმენს.

როგორც ელენე ხოშტარიამ თქვა, მომხდარ ფაქტს მოქალაქეებმა პასუხი 2 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე უნდა გასცენ.

„გვინდა საგანგებოდ გამოვეხმაუროთ იმ ტოტალურ ბოროტებას, რისი მომსწრეებიც გავხდით საქართველოში, საქართველოს მოქალაქეები და საზოგადოება.

პრაქტიკულად ყოველდღიურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომელიც რეალურად არის არა სახელმწიფო უსაფრთხოების, არამედ „ქართული ოცნების“ ინტერესების დაცვის სამსახური, ჟონავს ინფორმაცია ჩვენი მოქალაქეების უფლებების საშინელი გათელვის შესახებ,“ – განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, ჯერ ჩვენ ვნახეთ მასწავლებლები და ბაგა-ბაღის თანამშრომლები, რომლებიც პარტიული საარჩევნო ინტერესების გამო, პრაქტიკულად იდევნებიან, აღირიცხება მათი პირადი ცხოვრება, ხდება მათი შანტაჟი.

ახლა კი, გამოჟონა ინფორმაციამ ტოტალური, წარმოუდგენელი მასშტაბის ინფორმაციამ პრაქტიკულად ყველა მოქალაქის მოსმენის შესახებ.

ღარიბაშვილმა ან მოსმენებზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ან აღიაროს, რომ არის უუნარო, ბუტაფორია და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებას ოპოზიცია აკონტროლებს: ნაცვლიშვილი

აქ ჩვენ ვხვდებით პირად ცხოვრებას, ოჯახის წევრების საუბრებს, საქმიან თუ არასაქმიან საუბარს, პრაქტიკულად, საბჭოთა კავშირის მსგავსად, ჩვენს ოჯახებში საქართველოს ყველა მოქალაქის ოჯახში არის დამონტაჟებული „ქართული ოცნების“ ყური და თვალი. ეს არის უდიდესი ბოროტება.

ჩვენ ჩვენი მხრიდან გვინდა განვაცხადოთ პირველი, „დროა“ არ აპირებს კომენტარის გაკეთებას ამ უკანონო და ბინძური ჩანაწერების შინაარსთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ეს.

სააკაშვილის ბოროტი ძალის ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია – ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია: პრემიერი გავრცელებულ მიყურადების ფაილებზე

მეორე, ჩვენ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა დავდოთ პირობა, რომ ამ არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური პოლიცია პრაქტიკულად აღარ იარსებებს, სახელმწიფო უსაფრთხოება იქნება სახელმწიფო უსაფრთხოება და სუს-ის მთავარი ფუნქცია იქნება კონტრდაზვერვის, ანტიტერორისტული საქმიანობა,“ – თქვა „დროას“ ლიდერმა.

ელენე ხოშტარიას შეფასებით, ეს არის ის, რაც რეალურად საფრთხეს წარმოადგენს ქართული სახელმწიფოსთვის და არა ის პოლიტიკური პოლიცია, რომელიც დღეს საფრთხეა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

„და ბოლოს, მთავარი პასუხი ამ გაუგონარ თავგასულობაზე უნდა იყოს 2 ოქტომბრის არჩევნები, სადაც ბრაზმა, რომელიც ყველას გვეუფლება, უნდა შემოგვახაზვინოს უარი „ქართულ ოცნებას“ და არჩევანი კოალიციური, დაბალანსებული ძალის სასარგებლოდ,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებასა და არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს.

უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პირმა, მათ შორის ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

მდინარაძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ მომდევნო დღეებში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, ჩანაწერების ინტერნეტში ატვირთვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები