LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარია თირკმლის გაჩერების რისკების გამო გადასხმებს დათანხმდა

296
ელენე

ელენე ხოშტარია თირკმლის გაჩერების რისკიდან გამომდინარე გადასხმებს დათანხმდა.

“თავს ვგრძნობ კარგად, ვარ ძალიან შემართებით” აცხადებს ხოშტარია

როგორც ის აღნიშნავს, ორგანიზმში ინტოქსიკაცია დაიწყო და თუ არ გაიკეთებს გადასხმებს, თირკმელი ვერ გაუძლებს. ამასთან,  ხოშტარია უარს ამბობს ჰოსპიტალიზაციაზე.

“მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ, თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ.

აქედან გამომდინარე, დავთანხმდი ამ ეტაპზე გადასხმებს. როდესაც თირკმლის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს. თავს ვგრძნობ კარგად. ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე. დღეს წარმატება ჩემ მეგობრებს აქციაზე!”

“გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ!“,- წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია პარლამენტში უკვე მე-13 დღეა შიმშილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g