„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტია „გირჩი-დროას“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ოფისიდან ამოღებულ ნივთებს შორისაა კვერცხები და ფოიერვერკები.
მისი განცხადებით, არც ერთი ნივთი არ არის კანონსაწინააღმდეგო:
„ვაცხადებ,რომ გვაქვს პიროტექნიკა, რომლითაც ვებრძვით აგრესიულ პოლიციელებს, კვერცხები, რომლებსაც ვესვრით აგრესიულ პოლიციელებს, პარალონები, პუფები, ლაზერები. არცერთი ნივთი არ არის კანონსაწინააღმდეგო“ – განაცხადა ხოშტარიამ.
ცნობისთვის, რამდენიმე ოპოზიციური პარტიისა და სამოქალაქო აქტივისტების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. პარტიების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩხრეკისას კვერცხები და ფეიერვერკები ამოიღეს.
„დროას“ ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებს, ხმაურია – სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია დააკავეს
ნიკა მელია გვარამიას დაკავებაზე: „რეჟიმის გადარჩენის პროცესია, რომელიც ვერ გადარჩება“