„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე აცეკვდა.
ვიდეო პოლიტიკოსმა Facebook-ის პირად გვერდზე თავად ატვირთა:
„გუშინდელი აქცია სიყვარულის ამოფრქვევით დამთავრდა, ბიჭმა გოგოს ცოლობა სთხოვა და ისე გადაგვედო, სახლშიც ცეკვა-ცეკვით წავედით“.
გუშინ რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილემ შეყვარებულს ხელი სთხოვა.
ეს „სირცხვილიას“ მეთერთმეტე აქცია იყო. პარლამენტთან მომიტინგეები დღესაც 19:00 საათზე შეიკრიბებიან, ერთადერთი მოთხოვნით – ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.