LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ელენკა ევროპაში”- ამჯერად იგივე ფოტოს გიორგი ქოჩორაშვილის და, ანანო ქოჩორაშვილი აქვეყნებს

280
ანანო ქოჩორაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის მიერ აქციიდან გამოქვეყნებულ ფოტოზე გამოხმაურებები გრძელდება.

ამჯერად, სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული თავისუფლების მარშიდან ფოტო, მისმა დამ, ანანო ქოჩორაშვილმა გამოაქვეყნა.

ინფორმაციისთვის, გუშინ ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული თავისუფლების მარშიდან ფოტო – ბავშვი ევროკავშირის დროშით ხელში გამოაქვეყნა.

პოზიციის დაფიქსირებიდან მალევე, გიორგი ქოჩორაშვილის „ინსტაგრამ“ ანგარიში გაქრა, მოგვიანებით კი მარშიდან იგივე ფოტო ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში  გაავრცელა.

გიორგი ქოჩორაშვილის მამა: „ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში, რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!!!“

კახა კალაძე ჟურნალისტებს: „როინ ქოჩორაშვილი არის „ნაცი“ გახარიას პარტიის წარმომადგენელი, რატო გიკვირთ?“

🤍ელენკა ევროპაში 😀

Posted by Anano Kochorashvili on Wednesday, April 10, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g