LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე ჟურნალისტებს: „როინ ქოჩორაშვილი არის „ნაცი“ გახარიას პარტიის წარმომადგენელი, რატო გიკვირთ?“

244
კახა კალაძე და როინ ქოჩორაშვილი

„ქოჩორაშვილი „ნაცია“. რა არი ამაში პრობლემა? როინ ქოჩორაშვილი არი „ნაცი“ ხო? გახარიას პარტიის წარმომადგენელია, ხო იცით ეს ჩემზე უკეთესად არ იცით? რატო გიკვირთ, რა არი ამაში გასაკვირი?“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამაზე, როინ ქოჩორაშვილზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან მედიის წარმომადგენლებს მიმართა, რომ ეს [ის, რომ ქოჩორაშვილი „ნაცია“] მასზე უკეთესად იციან და ამაში გასაკვირი არაფერია. რეპლიკაზე კი, რომელიც ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის ევროპისადმი დამოკიდებულებას ეხებოდა, კალაძემ უპასუხა:

„ჩვენ ყველას გვინდა ევროპა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მე არ მინდა ევროპა? მაგრამ პირველ რიგში, ევროპა საქართველოში მინდა“. – აღნიშნა თბილისის მერმა.

ნინო წილოსანი მსახიობებზე: „საკუთარ საქმეში გაცილებით პროფესიონალები არიან, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეულნი – სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მობილიზება პოლიტიკოსების უსუსურობაზე მეტყველებს“ 

ინფორმაციისთვის, გუშინ ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ თავისუფლების მარშიდან ფოტო გამოაქვეყნა – ბავშვი ევროკავშირის დროშით ხელში.

პოზიციის დაფიქსირებიდან მალევე, გიორგი ქოჩორაშვილის „ინსტაგრამ“ ანგარიში გაქრა, მოგვიანებით კი მარშიდან იგივე ფოტო ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა.

გიორგი ქოჩორაშვილის მამა: „ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში, რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!!!“

პოპულარულები