საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ელექტროძრავიანი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების იმპორტი და მიწოდება დღგ-სგან თავისუფლდება.
ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენებას, გამონაბოლქვის შემცირებას და მწვანე ეკონომიკის განვითარებას, აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატებმა არჩილ თალაკვაძემ, მამუკა მდინარაძემ და კახა კუჭავამ შეიტანეს.