LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა საგანგებო რეჟიმში გრძელდება

76

დიდთოვლობის გამო  დაზიანებულ  ელექტროგადამცემ ხაზებზე აღდგენითი სამუშაოები  ინტენციურ რეჟიმში გრძელდება.

როგორც “ფორტუნას”  ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, აჭარისა და გურიის რაიონულ ცენტრებს ელექტროენერგია კვლავ უწყვეტად მიეწოდება.

“პრობლემური რჩება რამოდენიმე სოფელი, სადაც დიდთოვლობის გამო დაზიანებულია ელექტროსადენები. აღნიშნულ რეგიონებში ძირითადად დაბალი და საშუალო ძაბვის ელექტროქსელია დაზიანებული. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადებს ფეხით უწევთ დაზიანებული უბნების აღმოჩენა და დაზიანებების აღმოფხვრა,”- განაცხადეს სამინისტროში.

მეორე დღეა მდგომარეობას ადგილზე სწავლობს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g