კომპანია Hyundai Motor Group ელექტრომობილების მფლობელებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. ისტორიაში პირველად, ავტომობილის მართვა სმარტფონით იქნება შესაძლებელი. სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელი იქნება მაგალითად მაქსიმალური სიჩქარის განვითარება, ასევე სხვა მძღოლებთან სასურველი ინფორმაციის გაცვლა.
ელექტრომობილების მფლობელები სიახლეს ავტომობილის ასაჩქარებლად თუ შესანელებლად, ენერგიის დასაზოგად, მაქსიმალური სიჩქარის შესაზღუდად თუ კლიმატკონტროლის სამართავად გამოიყენებენ. უფრო მეტიც, ყველა მონაცემი შეინახება და სურვილის შემთხვევაში მათი ახალ ავტომობილში ჩატვირთვაც ძალიან მარტივი იქნება.

ამასთან ერთად, აპლიკაცია აუცილებელ ინფორმაციასაც მოიცავს, ისეთს როგორიცაა – მოხმარებული ენერგიის რაოდენობა, დანიშნულების ადგილამდე მანძილი და გზის მდგომარეობა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლამდე Hyundai Motor Group 44 ეკოლოგიური მოდელის შექმნას გეგმავს და მათგან 23 ელექტრონული იქნება.
