დუბაი ავტონომიურ ტრანსპორტთა მსოფლიო კონგრესს მასპინძლობს და Jaguar-მა სიახლე სწორედ მის ფარგლებში წარადგინა. ექსპერიმენტალური ელექტროქარი I-Pace-ის ბაზაზეა აგებული და საერთო მოხმარების გზებზე ის პირველად გამოჩნდა.
ელექტროქარს ორიენტირებაში საგზაო მოძრაობის მონაწილეთა აღმომჩენი სისტემა ეხმარება. სისტემა რამდენიმე კამერისა და რადარისგან შედგება და მას შუქნიშნის სიგნალების ამოცნობაც შეუძლია.
I-Pace-ის ავტონომიური მართვის სისტემა პროგრამული მართვის ნამდვილი ევოლუციაა. ავტომობილმა რამდენიმე გამოცდა უკვე ჩააბარა და მათ შორის იყო ბრიტანეთის ერთ-ერთი ურთულესი მაგისტრალის გავლაც. ელექტროქარმა მოძრაობის წესები იდეალურად დაიცვა და 65 კმ/სთ-იანი სიჩქარის რეჟიმისთვის არ გადაუჭარბებია.
სწორედ ამ შედეგის გამო, ავტომობილს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.