ჭკვიანი ჯვარი და ელექტრონული კრიალოსანი წარადგინა ვატიკანმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე. კრიალოსანი რომ ჩაირთოს, მისმა მფლობელმა პირჯვარი უნდა გადაიწეროს. ვატიკანის სამაჯური ვიზუალურად ლამაზი და დახვეწილია. შედგება შავი აგატის და ჰემატიტის 10 მძივისგან.
ელექტრონულ მოწყობილობას სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებიც აქვს. კრიალოსანი მობილურ აპლიკაციას უკავშირდება, რომელიც iOS-სა და Android-ზეა ხელმისაწვდომი.
ჯვარში სპეციალური ჩიპია მოთავსებული, რომელიც ლოცვის წაკითხვის პროცესზე და მომხმარებლის ფიზიკურ აქტივობაზე ინფორმაციას აგროვებს და იმახსოვრებს.
ჭკვიანი კრიალოსნის ყიდვა მსურველებს 99 ევრო შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას Vatican News ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ვატიკანში იმედოვნებენ, რომ მოწყობილობა ეკლესიაში ახალგაზრდებს მიიზიდავს.