LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრონული პიკაპი Rivian უგზოობაში გამოსცადეს

108
rivian

ამერიკულმა სტარტაპმა Rivian თავისი ელექტრონული პიკაპის შესაძლებლობების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც მწარმოებელი აცხადებს, R1T დადის ყველგან სადაც გზის მსგავსი რამეა და მისთვის სირთულეები უბრალოდ არ არსებობს.

Rivian R1T მოძრაობაში 4 ელექტროძრავს მოყავს და მათი საერთო სიძლიერე 760 ცხენის ძალას შეადგენს. 0-დან 97 კმ/სთ-ს პიკაპი 3 წამში ავითარებს, 160 კმ/მდე გასახურებლად კი 7 წამზე ნაკლები დრო სჭირდება. ხოლო, რაც შეეხება სვლის მარაგს, ეს ავტომობილის ელემენტზეა დამოკიდებული და 400-დან 640 კმ/მდე მერყეობს.

პიკაპის განმასხვავებელი ნიშანი საკმაოდ მოცულობითი, 350 ლიტრიანი საბარგულია და მას 800 კილოგრამამდე ტვირთის გადაზიდვა შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g