ელექტრონული ჰეტჩბეკი Volkswagen ID.3 რომელიც ტესტირების დროს მთლიანად დაფარული იყო, ყოველგვარი დაცვის გარეშე გადაიღეს. ავტომობილს მხოლოდ რადენიმე ნაწილი და რადიატორის ბადე ქონდა დამალული.
სიახლის ფოტო შტუტგარტელმა გრეგ გეიბლმა თავის „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა. ავტომოყვარულის განცხადებით, ჰეტჩბეკი, რომელსაც მინიმალური კამუფლაჟი ქონდა, პირდაპირ მისი სახლის წინ გაჩერდა.
ელექტრონული ჰეტჩბეკი MEB-ის პლატფორმაზეა აგებული და ტექნიკურ დეტალებს მწარმოებელი ჯერ-ჯერობით არ ასაჯაროებს. გავრცელებული ჭორებით მან 170 ძალის ელექტროძრავი მიიღო და ელემენტი სამ ვარიაციაში – 48, 55 და 62 კილოვატ-საათიანი სიმძლავრითაა ხელმისაწვდომი. მოძრაობის ლიმიტიც მოდიფიკაციაზე იქნება დამოკიდებული და 330-დან 550-მდე კილომეტრს მოიცავს.
ავტომობილის საჯარო დებიუტი ფრანკფურტის ავტოსალონზე, სექტემბრის თვეში შედგება.
A lightly disguised @Volkswagen ID. 3 prototype just pulled up in front of my house in Stuttgart . . .@VWGroup @VWGroup_DE @VW pic.twitter.com/85PX8DV4X2
— Greg Kable (@GregKable) July 9, 2019
