General Motors-მა გადაწყვიტა რომ დეტროიტის ქარხანა არ დახუროს და პირიქით, იქ ყველაზე მნიშვნელოვანი წარმოება გადაიტანოს. ამერიკული ავტოკონცერნი გეგმავს რომ 7 მილიონის ინვესტიცია ჩადოს და ამით სიტუაცია გამოასწოროს.
General Motors-ის ქარხანაში გაფიცვაა. 5 დეპარტამენტის ათასამდე თანამშრომელმა მუშაობა ერთდორულად შეწყვიტა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. ისინი ხელფასების გაზრდას მოითხოვენ და ასევე რამდენიმე ობიექტის დახურვასაც აპროტესტებენ, რადგან მასობრივი შემცირებების ეშინიათ.
გაფიცულთა რაოდნეობამ უკვე 50 ათასს გადააჭარბა, რამაც კონცერნს მართლაც სოლიდური ზიანი მოუტანა.
General Motors-ში გადაწყვიტეს, რომ დეტროიტის ქარხანას ხელი აღარ მოკიდონ და პირიქით, მის გადასარჩენად წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი იქ გადაიტანონ. ეს შეეხება ელექტრონული პიკაპის აწყობას, რომელსაც ბრენდი დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა.
CNBC-ის ინფორმაციით, მოდელზე მუშაობა 2021 წლიდან დაიწყება, ბაზარზე კი ის 2022 წლიდან გამოვა.
