LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროშოკი, ბასრი და ცეცხლსასროლი იარაღი… ყველფრისთვის მზად უნდა ვიყო – რას წერს ძალადობაში ბრალდებული მამაოს ყოფილი მეუღლე

1346
8998

სასულიერო პირის ყოფილი მეუღლე, ნინო გორგოშიძე, რომელიც მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

1. სამხედრო კარავი.
2. 6 ტელეფონი.
3. 6 ფანარი.
4. 6 სპალნი მეშოკი.
5. 5 ელექტრო შოკი.
6. ერთი ყუთი წიწაკის სპრეი.
7. ბაწარი 10 მეტრის.
8. ბასრი იარაღი.
9. 6 ჟანგბადის ნიღაბი
10. ცეცხლსასროლი იარაღი.მჭიდით.
11. პირველადი დახმარების ყუთი.
12. 6 დამცავი ჟილეტი.

ვისაც შეუძლია მომაწოდოს.
ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო.
მანქანა არ მყავს მაგრამ ეგ არაა პრობლემა.
თავდაცვის რეჟიმში ვიმოქმედებ.
უმიზეზოდ ამას არ ვწერ.

და თქვენ იქნებით დევნილნი სახელისა ჩემისათვის../სახარება/” – წერს გორგოშიძე.

შეგახსენებთ, გორგოშიძე აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლე მასზე 10 წლის განმავლობაში ძალადობდა.

5 იანვარს მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ყოფილი მეუღლე მას მუდმივად ემუქრება.

10 იანვარს მოქმედ სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს, ნინო ჩიქოვანის (გორგოშიძის) მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარის მუხლით წარედგინა, რაც თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით გულისხმობს.

ჩიქოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 3000 ლარი შეეფარდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით კი ჩიქოვანი სინანულისთვის მონასტერში განეწესება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები