LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მჭირდება ქვეყნის დახმარება, აშკარაა, საპატრიარქო მფარველობს ჩემს მამამთილს – ბრალდებული მამაოს ყოფილი მეუღლე (ვიდეო)

978
BeFunky-collage (4)

მღვდლის ყოფილი მეუღლე საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ნინო გორგოშიძე ამბობს, რომ მამა ნიკოლოზი (ყოფილი მამამთილი) მას ხუთ შვილთან ერთად სახლიდან ასახლებს.

“როდესაც ხუთი შვილიშვილი ჰყავს ადამიანს და არის სასულიერო პირი, შეაქვს სასამართლოში სარჩელი ჩვენი სახლიდან გამოძევების შესახებ, ალიმენტი ვის მოვთხოვო? მამას, რომელსაც არაფერი გააჩნია? ერთადერთი ის გზა დამრჩა, რომ წავიდე ქვეყნიდან…

„ვიპოვე ნამდვილი და ჩავაბარე აღსარება...ნიკოლოზს რომ ძალა აქვს პატრიარქს არ აქვს იმდენი ძალა“

გორგოშიძემ აღსარება ჩააბარა ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილს, რომელსაც 20 წელზე მეტია, საპატრიარქომ მღვდელმსახურება შეუჩერა.

მჭირდება ქვეყნის დახმარება, აშკარაა, საპატრიარქო მფარველობს ჩემს მამამთილს…როდესაც წამოვა მონასტრიდან ჩემი ყოფილი მეუღლე, ისევ დალევს, რაღაცა მოელანდება და მეტყვის მე შენ ბეისბოლის ბიტით გაგასხმევინებ ტვინს, მოვა და ამას იზამს.. მერე ხომ დადგება სხვანაირი საკითხი და უკვე ყველა ხმას ამოიღებს, რომ აი, ტრაგედია მოხდა და ხუთი შვილის დედა მოკლეს… ” – აცხადებს ნინო გორგოშიძე.

მისივე თქმით, მუქარის საქმეზე სასულიერო პირისთვის გირაოს შეფარდება საპატრიარქოს სირცხვილია.

“როგორ უნდა ვიცხოვრო ამ ქვეყნაში. საპატრიარქო ასეთ მფარველობას უწევს მოძალადე ლაშა ჩიქოვანს.”

მუქარაში ბრალდებული სასულიერო პირი, ლაშა ჩიქოვანი, რომელსაც ყოფილი ცოლი ძალადობაშიც ადანაშაულებს, საპატრიარქომ სინანულისთვის მონასტერში გააზავნა.

“ხელები მქონდა ნაღრძობი, თავში დანა – ჩანგალს მირტყამდა” – რას ყვება ქალი, რომელზეც მღვდელი ქმარი 10 წელი ძალადობდა (ვიდეო)

ცნობისთვის, ლაშა ჩიქოვანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/139647487092418/?__tn__=kC-R&eid=ARD4z9HSc3I17FFU_J5ghPen41dSfpIjga1m0dR02zQ_3NGFq4ZtoQlEi6MTuZ01GfMGlKeIn8b-tpEK&hc_ref=ARStUu115Nq2EMF0ZH7lL9oAz0aVYSUZ2NqK7iQOJnmuIfpw6x6SXETSWyugjRs8j5U&fref=nf&__xts__[0]=68.ARDURRhSzckmscnYQ8rspFk9bO9ncrla6x38TNd_vFEIDLQH7xNEHRzqvj73iywrP_OytkUk7xJ7FeJ1TxNUzdGPOSLRpr4pnMFpNZfnxVPNeX4WrUWUtHSTLl3yqMkU8vGgi_LtOowVSUqmhM8vV3oEzWapepjH5_NHhgFelopQrmGHPeyGTRxdyM36tLnxuWNBcgHk8s4KWR0Vb4eTBbuOE7kBQwkSkc4syQZ__BynlrgJi6RtPlyfNV3QnO6j6tgtwEID9t6AWEzXG2FHwL1777LMJmoUTQ2PCo3VleWUL0n0rVId_3S-hhp7TrmF_LAjsxUHV5XiRwRaQVd5pNOyeyv4T8MddnfpLFSgBtxuWSsD0IyZpno0fdy0-UY

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები