ცეცხლის ლოკალიზება ელიავას ბაზრობაზე ამ დრომდე ვერ ხერხდება, “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, მაღაზიების მეპატრონეები ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენის გამოყენებას ითხოვენ.
ხანძარი ავტონაწილების ბაზრობაზე დაახლობით 600 მეტრზეა მოდებული. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, თეა პერტაიას ინფორმაციით, ადგილზე 100-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს.
მაღაზიების მეპატრონეები ცდილობენ, საქონელი სავაჭრო ობიექტებიდან გაიტანონ.