მადლიერების დღეს მსოფლიოს კინომოყვარულები საოცარი მოვლენის მომსწრენი გახდნენ. Comcast NBCUniversal-მა წარმოადგინა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ამერიკის სატელეკომუნიკაციო კომპანიის, Comcast-ს რეკლამას წარმოადგენს.
რეკლამა ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ გვიყვება, რომელმაც ჩვენი სამყარო შეცვალა. ამ რეკლამაში ერთმანეთს ისევ ხვდებიან სტივენ სპილბერგის ლეგენდარული ფილმის, „უცხოპლანეტელის“ მთავარი გმირები, ელიოტი ანუ მსახიობი ჰენრი თომასი და მისი უცხოპლანეტელი მეგობარი.
ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ 37 წელი გავიდა და ახალ რეკლამაში ისინი ისევ ერთად, ეკრანიდან ადევნებენ თვალს ფილმებს.
„ამ ორის ერთად ხილვა ყველას გვანდომებს, ერთად დავსხდეთ და ვუყუროთ ფილმს“ – ნათქვამია Comcast-ის განცხადებაში.