დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ II-მ უინძორის სასახლეში ადგილობრივი თანამშრომლებისთვის წვეულება მოაწყო. საღამო შვედური ჯგუფის, ABBA-ს სტილში იყო გაფორმებული. შესაბამისად, სტუმრები სწორედ ცნობილი ჯგუფის სტილში გამოეწყვნენ.
Daily Mail-სთვის მიცემულ ინტერვიუში სტუმრებმა განაცხადეს, რომ საღამოთი კმაყოფილები დარჩნენ. თავად დედოფალი ღონისძიების მსვლელობის პერიოდში შოტლანდიაში მდებარე ბალმორალის სასახლეში იმყოფებოდა.
ბუკინგემის სასახლის წარმომადგენელმა დახურულ წვეულებაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.