აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა და ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია, – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „ბიბისის“ მიერ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატიის გამოქვეყნებას, სადაც დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორადა არის მოხსენიებული.
„აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა და ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია დგანან მერე და თან ჭკუას გასწავლიან. არ დაგეკარგოთ არსად ეგ კეზერაშვილი. „ოცნება“ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მაგრამ „ნაცები“ არ უნდა მოვუშვათ“, – წერს ალეკო ელისაშვილი.