LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: „ხაზარაძე ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს პიარში და ვიღაც ატყუებს. საერთოდაც, რა სიცანცარე სჭირს, ვერაფრით ვხვდები…“

176
ხაზარაძე და ელისაშვილი

„ხაზარაძე აშკარად ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს პიარში და ვიღაც ატყუებს­. ჩემი კეთილი რჩევაა, რომ პიარის ხალხი შეცვალოს“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა და თქვა, რომ „ლელოს“ ლიდერები­ არასერიოზულად ლაპარაკობენ.

როგორც მანვე აღნიშნა, არ სურს ოპოზიციონერი კოლეგები გააკრიტიკოს, მაგრამ საშველი არ არის.

„ობიექტურად ვთქვათ, დღეს ხელისუფლება უფრო ყოჩაღად გამოიყურება, ვიდრე ჩვენ, ოპოზიცია – ყველას ყელი მოგვიღერებია, ყველას შეცდომა გვაქვს დაშვებული“ – ალეკო ელისაშვილი

„მამუკა ხაზარაძემ რომ თქვა, მთელ საქა­რთველოს საკუთარი მანქანით შემოვივლი და ამომრჩეველს შევხვდებიო. ჯერ ერთი, იმ „ფორდ მუსტანგით“ მთელ საქართველოს ვერ შემოივლის, ზოგან ისეთი გზებია.­

„ზამთარში ოჯახების გარეთ გამოსახლება კატასტროფაა, ჩემს დროს მსგავსი რაღაც არ ხდებოდა“ – მამუკა ხაზარაძე

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ყველა ქვეყანაში მსგავსი რამ ზამთარში აკრძალულია.

ხაზარაძე აშკარად ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს პიარში და ვიღაც ატყუებს­. კეთილი რჩევაა ჩემი, რომ პიარის ხალხი შეცვალოს.

ისეთ ფოტოებს და ვიდეოებს დებს, ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ არა ქართველი პოლიტიკოსისთვის.

საერთოდაც, რა სიცანცარე სჭირს, ვერაფრით ვხვდები. ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესახებ პარლამენტში შეხვედრას არ დაესწრნენ.

ნუთუ ჰგონიათ, რომ „ოცნება“ თავისით დათმობს ყველაფერს? არაფერსაც არ დათმობს, თუ ოპოზიცია ბრძოლაში არ შეჰყვა“. – განაცხადა „კვირის პალიტრასთან“ ალეკო ელისაშვილმა.

ხვიჩია: „არსებობს ორი ოპოზიცია, „ნაცები“ და „გირჩი“, „ლელო“ ამომრჩეველს ცოტა აბნევს, მაგრამ მალე გაირკვევა, რომ განსხვავება მხოლოდ ყვითელ ფერშია, „ნაცებში“ უყვართ მიშა და „ლელოში“ – ხაზარაძე“

magti 5g