LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი პრემიერს: „რიჟვაძემ თქვა, 2008-ში ომი ლაჩრულად წავაგეთო – მებრძოლებს შეურაცხყოფა მიაყენა, ერთი საჯარო შენიშვნა რატომ არ უთხარით?“

205
ალეკო ელისაშვილი და ღარიბაშვილი

„ბატონი რიჟვაძე რომ გამოვიდა ამასწინ და თქვა, 2008-ში ომი ლაჩრულად წავაგეთო და ყველას – მებრძოლებს და დაღუპულებს რომ შეურაცხყოფა მიაყენა, ერთი საჯარო შენიშვნა რატომ არ უთხარით? ან თვითონ როგორ არ განმარტა ადამიანურად და ერთი ბოდიში როგორ ვერ ამოღერღა?“ – ამ განცხადებით პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

ელისაშვილი რიჟვაძეს მიმართავს: „ყველა ნაომარ ბიჭს ბოდიში უნდა მოუხადოს! ანწუხელიძეა ბიჭო შენი ლაჩარი?“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს, ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ასევე უთხრა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ „საძაგელი შეცდომა“ დაუშვა და ამის გამო ბოდიში უნდა მოეხადა.

„აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ჯარს ყველასგან პატივისცემა სჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ – მთავრობაში თუ ოპოზიციაში.

ყველა ძალიან მოწიწებით უნდა ვლაპარაკობდეთ ჩვენს საამაყო ხალხზე – ჯარისკაცებზე, სერჟანტებზე, ოფიცრებზე, მაგრამ ბატონი რიჟვაძე, რომ გამოვიდა ამასწინ და თქვა, რომ 2008-ში ლაჩრულად წავაგეთ ომიო და ერთ ქვაბში ჩაყარა ყველა, ვინ იქ ილაჩრა და ვინც არ ილაჩრა, ვინც ძალიან იმამაცა, ივაჟკაცა, თავი გაწირა საქართველოსთვის, ყველას რომ შეურაცხყოფა მიაყენა, ვინც იქ იბრძოდა, ვინც დაიღუპა, ერთი საჯარო შენიშვნა რატომ არ უთხარით?

რახან თქვენიანია ამიტომ შეუძლია შეურაცხყოფა მიაყენოს და დანარჩენ ოპოზიციას თუ სხვას არ შეუძლია? ან თვითონ როგორ არ განმარტა ადამიანურად და ერთი ბოდიში როგორც ვერ ამოღერღა?

შეცდომა ყველას მოგვდის, საძაგელი შეცდომებიც მოგვდის ხანდახან და ეს იყო სწორედ საძაგელი შეცდომა. რატომ არ თქვა ერთი ბოდიში ჯარისკაცების მიმართ?“ – მიმართა პრემიერს ალეკო ელისაშვილმა.

პრემიერი: „ომის პარტიას“ უნდოდა მეორედ გაენადგურებინა ქვეყანა – ჩვენი პოლიტიკა, რეალურად სუვერენული და დამოუკიდებელია 

mazda magti 5g