LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი ჯარისკაცები გმირები არიან, იყვნენ და იქნებიან, ლაჩარი თქვენი ბელადი სააკაშვილია

157
თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ჩვენი ჯარისკაცები გმირები არიან, იყვნენ და იქნებიან“.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში განმარტავს, „ლაჩარი თქვენი ბელადი სააკაშვილია“.

 

სხვა დროისთვის რომ იცოდეთ, კიდევ ერთხელ:

ჩვენი ჯარისკაცები გმირები არიან, იყვნენ და იქნებიან, ლაჩარი თქვენი ბელადი სააკაშვილია.

Posted by თორნიკე რიჟვაძე • Tornike Rijvadze on Friday, 16 June 2023

 

 

ცნობისათვის, გუშინ, აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც თორნიკე რიჟვაძემ საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა, ხმაური იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა სხდომაზე აჭარაში რუსეთის მოქალაქეების დასაქმების საკითხი გააპროტესტა, რაზედაც თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა: „იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც 2008 წელს ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო უვიზო რეჟიმს, ყვავილებითა და ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს“.

რიჟვაძის ამ განცხადებას ელგუჯა ბაგრატიონი კვლავ გამოეხმაურა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართა: „შეურაცხყოფას ნუ აყენებთ იმ მებრძოლ ადამიანებს რომლებმაც 2008 წელს იბრძოლა, ის ლაჩრული ბრძოლა იყო? გუნდი ხართ ლაჩრები. ბორინკა ხომ არ არის თქვენი მხედართმთავარი?“

გიორგი ხალათაშვილი: „მე, გიორგი ხალათაშვილი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, მოვითხოვ, რომ თორნიკე რიჟვაძემ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ჩვენი და ჩვენი გმირულად დაღუპული ბიჭების ხსოვნის წინაშე!“

ელისაშვილი რიჟვაძეს მიმართავს: „ყველა ნაომარ ბიჭს ბოდიში უნდა მოუხადოს! ანწუხელიძეა ბიჭო შენი ლაჩარი?“

ვოლსკი: „როცა ცარიელი თავით ხარ, შეიძლება რაღაც სიტყვას გაეკიდო, მაგრამ რიჟვაძემ კარგად დაასაბუთა რა იგულისხმა – მთავარსარდალი, რომელმაც მიწაზე იხოხიალა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები