LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისო ბოლქვაძე ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქველმოქმედო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას

631
eliso

ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, 30 სექტემბრიდან – 8 ოქტომბრამდე, მუსიკის მოყვარულებთან ერთად მე-10 საიუბილეო სეზონს საზეიმოდ აღნიშნავს.

საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, საფრანგეთის ლეგიონის ორდენოსანი და იუნესკოს მშვიდობის ელჩი – ელისო ბოლქვაძე 3 ოქტომბერს, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქველმოქმედო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას და შეასრულებს მოცარტის საფორტეპიანო კონცერტს.

ელისო ბოლქვაძე, ამჟამად საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეა.

მან 2013 წელს დაარსა ფონდი “ლირა” და ამავე წელს შეუდგა ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზებას, რომელიც დღეს მნიშვნელოვან საერთაშორისო კულტურულ პლატფორმას წარმოადგენს.

ელისო ბოლქვაძე ასევე აგრძელებს მსოფლიო სცენებზე მოღვაწეობას და მიწვეულია რეგულარულად პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრად.

მისი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ქართველი ახალგაზრდა პიანისტების ხელშეწყობა და მათი წარმოჩენა და ინტეგრაცია საერთაშორისო სივრცეებში.

ელისო ბოლქვაძის ხელშეწყობით და ინიციატივით , ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა 2016 წლიდან მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი და 2021 წლიდან ქალაქი ბათუმი შევიდა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ნუსხაში.

აღნიშნული ფესტივალის კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „ფონდ სოლიდარობისთვის“, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს ეხმარება.

პოპულალურები