ჟურნალისტი ელისო კილაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სამოცი კილოგრამი აქვს დაკლებული.
„სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ მომხრეები სულ მაბულინგებდნენ, ეს დაბალი და მსუქანიო (იცინის), დაბალი არა, მაგრამ მსუქანი ნამდვილად ვიყავი. წონამ ძალიან შემაწუხა და როდესაც მივხვდი, რომ მეს ჩემი ჯანმრთელობისთვის კატასტროფა იყო, დავით აბულაძესთან მივედი და წელიწადნახევრის წინ გადავწყვიტე, რომ ბარიატრიისთვის (კუჭზე ოპერაცია) მიმემართა. მანამდე ყველაფერი ვცადე, მაგრამ მოკლებულ კილოგრამებს ვერ ვინარჩუნებდი. ამ ოპერაციამ მეორე სიცოცხლე მაჩუქა, რეაბილიტაციის პროცესიც არ გამჭირვებია და დღეს, არც მეტი, არც ნაკლები, სამოცი კილოგრამი მაქვს მოკლებული…“