LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისო კილაძე: უმამოდ დარჩენილ 16 წლის აბიტურიენტს სრულიად უანგაროდ მიპატრონა, მიღებული ფრიადი სწორედ მისი დამსახურებაა – პოლიტიკის რომელ მხარესაც არ უნდა იყოს, გია მურღულიას ადამიანობას, განათლებას, სიკეთეს ვერაფერი გადაწონის!

1388
Untitled design (6)

ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ფილოლოგიის დოქტორის და ცნობილი პედაგოგის გია მურღულიას შესახებ პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის დახმარებისთვის, რომელიც წლების წინ მას გაუწია.

როგორც ელისო კილაძე წერს, 16 წლის უმამოდ დარჩენილი აბიტურიენტი გიამ სრულიად უანგაროდ, თვეების განმავლობაში ამეცადინა და ელისოს მიერ ქართულ ენაში მიღებული ფრიადი სწორედ მისი დამსახურებაა.

ელისო კილაძის თქმით, „პოლიტიკის რომელ მხარესაც არ უნდა იყოს, გია მურღულიას ადამიანობას, განათლებას, პროფესიონალიზმს და სიკეთეს ვერაფერი გადაწონის!“.

„გია მურღულია 1985 წელს გავიცანი – „ახალგაზრდა კომუნისტში“ მისი წერილი „ჩვენ და ისინი“ დაიბეჭდა – საგაზეთო წერილით გამოვეხმაურე და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა პირადი წერილით მიპასუხა.(დღემდე შენახული მაქვს).

მერე იყო მისი საოცარი ადამიანური თანადგომა – უმამოდ დარჩენილ 16 წლის აბიტურიენტს სრულიად უანგაროდ მიპატრონა, მისაღები გამოცდების წინ ქართულში თვეები მამეცადინა და თსუ-ში ქართულ წერაში მიღებული ფრიადი სწორედ მისი ამ თვეების დამსახურებაა.

პოლიტიკის რომელ მხარესაც არ უნდა იყოს, გია მურღულიას ადამიანობას, განათლებას, პროფესიონალიზმს და სიკეთეს ვერაფერი გადაწონის !

წლებია არ მინახავს არც ის, არც მისი არაჩვეულებრივი მეუღლე მანანა, ამბებსაც აქ თუ მოვკრავ ხოლმე თვალს, ჰოდა ვსარგებლობ შემთხვევით და საჯაროდ ვეუბნები – მადლობა ყველაფრისთვის“, – წერს ელისო კილაძე.

 

გია მურღულია 1985 წელს გავიცანი-“ახალგაზრდა კომუნისტში” მისი წერილი “ჩვენ და ისინი” დაიბეჭდა-საგაზეთო წერილით…

Posted by ელისო კილაძე on Sunday, 5 March 2023

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები