LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისო კილაძე: „სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს – ერთადერთი, სადაც შემიძლია ვისაუბრო სასამართლოა, გთხოვთ, პროცესი არ დახუროთ – 37 წელში ხომ არ ვარ? მაშინ პირდაპირ დახვრეტა მომისაჯონ“

277
ელისო კილაძე

„მე არ ვეთანხმები ბრალდების მხარის ამ პოზიციას. ჟურნალისტი ვარ და საჯაროობა მნიშვნელოვანია. თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს, რა თქმა უნდა, ჩემს ბრალს არ ვეთანხმები“, – ამის შესახებ ბრალდებულმა ელისო კილაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ამ წუთებში ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის, მათ შორის ჟურნალისტ ელისო კილაძის და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსი ცდილობს.

სხდომაზე პროცესის დახურვის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, ვინაიდან პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, მოწმეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

დახურვის შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა თავად ელისო კილაძემაც.

„მე არ ვეთანხმები ბრალდების მხარის ამ პოზიციას. ჟურნალისტი ვარ და საჯაროობა მნიშვნელოვანია. თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს. რა თქმა უნდა, ჩემს ბრალს არ ვეთანხმები, მთლიანად ჯგუფის შემადგენლობაში ერთხელ ვარ ნახსენები, არავის ვიცნობ იქიდან ორის გარდა. არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ რომელიმე „ქოლცენტრს“ გავუწიე რეკომენდაცია. დიახ, მე „ქოლცენტრებს“ ვამხელდი და ეს „ქოლცენტრები“ დავით კეზერაშვილის საკუთრებაში იყო… სპეცრაზმის დანიშნულების თანხლებით დამაკავეს, კორუფციაში მხილებული თანამდებობის არც ერთი პირი ასე არ დაუკავებიათ. მე უნდა მომეცეს საშუალება, ბრალდებებს ვუპასუხო, ერთადერთი ადგილი, სადაც შემიძლია ვისაუბრო, სასამართლო სხდომაა. 37 წელში ხომ არ ვარ? პროცესი იყოს საჯარო მედიის წარმომადგენლებისთვის. თუ ამის საშუალება არ მომეცა, ჩემი უდანაშაულობა როგორ უნდა ვამტკიცო? ასე თუ აპირებენ, პირდაპირ დახვრეტა მომისაჯონ, რა საჭიროა ეს 9 თვე? გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი პოზიცია და სასამართლო პროცესი არ დახუროთ… ძალიან გული მწყდება, რომ ჯანგველაძის პროცესებს ვერ ვესწრებოდი და რამდენიმე მნიშვნელოვანი მოწმის დაკითხვას ვერ დავესწარი“, – განაცხადა კილაძემ.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა დახურა. პროცესს ბრალდებულებიდან მხოლოდ ელისო კილაძე ესწრება.

„წიგნს ვწერ, ვმუშაობ, არ იჯავროთ“,- მიმართა კილაძემ მის ოჯახის წევრებს სხდომის დაწყებამდე და განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მხრივ კარგადაა.

ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინეს და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო: სოციალურ ქსელში ელისო კილაძის დაკავების კადრები ვრცელდება

„მინდა ძალიან მჯეროდეს, რომ ელისო საპირისპიროს დაამტკიცებს… როცა ადამიანს ციხე ემუქრება 9-12 წლამდე, თემაზე ღლიცინი ამორალურია…“ – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ელისო კილაძის შესახებ

ტატა ხვედელიანი: „ქვეყანაში ისეთი ქაოსი და განუკითხაობაა, ელისო კილაძე კი არა, ხვალ კობახიძე რომ დააკავონ, ის არ გამიკვირდება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g