”ელიტ ელექტრონიქსმა” ”ჰიტაჩი ჯგუფთან” ექსკლუზიური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მერორანდუმის თანახმად ”ელიტ ელექტრონიქსის” ქსელში ექსკლუზიურად გაიყიდება ”ჰიტაჩის” ბრენდის საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
როგორც ”ფორტუნას” ”ელიტ ელექტრონიქსის” გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ ჯობავამ განუცხადა, კომპანია მომხარებელს დღეიდან სთავაზობს ”ჰიტაჩის” ბრენდის მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ყველა საფასო კატეგორიაში და მომსახურების მაღალ სტანდარტებს.
”ელიტ ელექტრონიქსი” ტექნიკის ბაზარზე ერთადერთი მულტი ბრენდული ქსელია და მომავალში კიდევ უამრავ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სწორედ ”ელიტ ელექტრონიქსს” მიენიჭა ერთადერთი ოფიციალური დისტრიბუტორის უფლებები საქართველოს სამომხმარებლო ელექტრონიკის მიმართულებით” – განაცხადა ჯობავამ.
ახლო აღმოსავლეთში ”ჰიტაჩის” გაყიდვების მმართველი დირექტორის ჰიდენორი ზენოს თქმით, “ჰიტაჩიმ” საქართველოს სამომხმარებლო ელექტრონიკის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე ”ელიტ ელექტრონიქსი” პარტნიორად შეარჩია, რადგან მიაჩნია, რომ მისი რეპუტაცია რეგიონში მეტად მნიშვნელოვანია და რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს, როგორც ”ელიტ ელექტრონიქსს,” ასევე ”ჰიტაჩის.”
იაპონური ბრენდი ”ჰიტაჩი” , რომლის სათავო ოფისი ტოკიოში მდებარეობს, ყოველთვის აწვდის ინოვაციურ პროდუქტს მომხმარებელს. კომპანიის კონსოლიდირებულმა ფისკალურმა შემოსავლებმა 2013 წელს(დასრულდა 2014 წლის 31 მარტს) შეადგინა 9,616 მილიარდიი ენი ($ 93.4 მილიარდი).
,,ელიტ ელექტრონიქსი” საქართველოში პირველი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელია. კომპანია უკვე 19 წელია ფუნქციონირებს და ინარჩუნებს ტექნიკის ბაზრის ლიდერის პოზიციას. ”ელიტ ელექტრონიქსი” საქართველოში მსოფლიოს წამყანი ბრენდების ოფიციალურ და სანდო პარტნიორს წარმოადგენს. იგი გამოირჩევა ბაზარზე საუკეთესო მომსახურებით, ტექნიკისა და ბრენდების ყველაზე ფართო ასორტიმენტით.