ბრიტანული გამოცემის The Sun თანახმად, ელიზაბეტ მეორეს საყვარელი სერიალი „სუფთა ინგლისური მკვლელობები“, რომლის 2010 წელს დასრულებამ დედოფალს განსაკუთრებით დაწყვიტა გული.
ბრიტანეთის მონარქის რჩეულ ტელეპროექტებს შორის მოხვდა „დოქტორ ვინ“(Doctor Who) , „ზრდილობის წესების დაცვა“ (Keeping Up Appearances) და „ახალი ხრიკები“ (New Tricks) , რომელთაც მისი უდიდებულესობა მხოლოდ სამაუწყებლო კომპანია BBC-ის მიერ სპეციალურად მისთვის გაგზავნილ DVD-დისკებზე უყურებს.