მალე ახალ სერიალს, „ქენდის“ (Candy) ვიხილავთ. მისი ერთ-ერთი შემქმნელი ცნობილი სერიალების „ნამდვილი სისხლის“ (True Blood) და „აქტის“(The Act) და შოუ „შეშლილების“ (Mad Men) სცენარისტი, რობინ ვაითია.
სერიალში მთავარ როლს გახმაურებული ტელეშოუს „მხევლის წიგნის“ ვარსკვლავი, ელიზაბეტ მოსი შეასრულებს, ის ცნობილი მკვლელის როლს მოირგებს.
სიუჟეტი ქალის იგვლივ ვითარდება, რომელსაც მოსიყვარულე ქმარი და შვილები ჰყავს და კეთილმოწყობილი სახლში ცხოვრობს, ის ერთხელაც ნაჯახით თავის საუკეთეოს მეგობარს მოკლავს.
„დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა ანტიგმირის როლის შესრულება და ასევე რობინ ვაითთან კვლავ თანამშრომლობა“, – აცხადებს მოსი.