LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერასდროს გამოიცნობთ, რა მოხდება“ – „მხევლის წიგნის“ მე-4 სეზონი 2021 წელს გამოვა

181
The-Handmaids-Tale-Season-4

მარგარეტ ეტვუდის რომანის, „მხევლის წიგნის“ მიხედვით გადაღებული სერიალი ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გახმაურებულ ტელეშოუდ ითვლება. მისი პრემიერა 2019 წელს შედგა და მას შემდეგ მაყურებელი ახალ სეზონებს მოუთმენლად ელის.

სულ ცოტა ხნის წინ, სერილის მე-4 სეზონის თიზერი გავრცელდა, სადაც გასული სერიების ყველაზე საკვანძო მომენტებია ასახული. ტრეილერიდან ვიგებთ, რომ ახალ სეზონს მაყურებელი 2021 წელს იხილავს.

„ნუ ეცდებით იმის გამოცნობას, თუ რა მოხდება შემდეგ, ამას მაინც ვერასდროს გამოიცნობთ“, – განაცხადა სერილის  რეჟისორმა და სცენარისტმა ბრიუს მილერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები