როკ-ენ-როლის ვარსკვლავის – ელვის პრესლის როლზე ახალი პრეტენდენტების ვინაობა გახდა ცნობილი, – ამის შესახებ The Independent-ი წერს.
ავტობიოგრაფიულ ფილმს ელვის პრესლის შესახებ რეჟისორი ბაზ ლურმანი იღებს. მომღერლის როლზე ჯგუფ One Direction-ის სოლისტი გარი სტაილსი და ამერიკელი მსახიობი ანსელ ელგორტის კანდიდატურა განიხილება.
კასტინგში ასევე მონაწილეობდა: აარონ ტეილორ-ჯონსონი, ოსტინ ბატლერტი და მაილზ ტელერი. გამოცემა წერს, რომ ელვის პრესლის როლზე მსახიობს რამდენიმე კვირაში შეარჩევენ.