მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემ ბი სი” მზაობას გამოთქვამს ძვირაფსი ლითონით, ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სასესხო პორტფელის შეძენაზე.
“მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემ ბი სი” მზადაა შეიძინოს ძვირაფსი ლითონით ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სასესხო პორტფელი. იმ შემთხვევაში თუ მიკრო, ან მცირე ზომის ლომბარდებს დაუდგებათ დოლარის პორტფელის გაყიდვის საჭიროება, „ემ ბი სი“განიხილავს მათ ნებისმიერ შეთავაზებას”, – აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, ”ემ ბი სი” 5 წელია, რაც ბაზარზეა წარმოდგენილი და კომპანიის მიზნები კიდევ უფრო გრძელვადიანია. ამჟამად ”ემ ბი სი” მთელი საქართველოს მასშტაბით 7 ფილიალს ფლობს და ამ წელსვე დაგეგმილია კიდევ 3 ახალი ფილიალის გახსნა.