LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემა ქორინის გამაოგნებელი მსგავსება პრინცესა დაიანასთან – სამეფო ქორწილის პირველი კადრები

249
prncdn2010

მსახიობი ემა ქორინი სერიალში „გვირგვინი“ პრინცესა დაიანას როლს განასახიერებს. სერიალის ახალი სეზონი ჯერ არ გამოსულა, თუმცა, მსახიობმა „ინსტაგრამზე“ პირველი კადრები გაავრცელა. საუბარია სამეფო ქორწილის ცნობილ კადრებზე, სადაც ემა ერთი ერთში იმეორებს პრინცესა დიანას ლუქს.

საინტერესოა, რომ ახალ სეზონზე და კონკრეტულად ქორწილის სცენაზე მუშაობისას, სერიალის შემქმნელებმა ყველა დეტალი გათვალეს. მათ შორის განსაკუთრებულად დიდი დრო დაეთმო პრინცესა დიანას საქორწილო კაბის ანალოგის შექმნას, რომელიც უამრავი მარგალიტით არის გაფორმებული:

„კაბას 10 კაციანი გუნდი ქმნიდა, რადგან ის ძალიან დიდი და გრძელია. როდესაც კაბა მოვირგე და გარეთ გამოვედი, ყველას სუნთქვა შეეკრა. ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი გადაღებებიდან“ – იხსენებს ემა ქორინი „ვოგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g