LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემა სტოუნი და უილემ დეფო იორგოს ლანთიმოსის ახალ ფილმში – ნახეთ პირველი „თრეილერი“

199
page

ახლახან ცნობილი გახდა, რომ რეჟისორმა, იორგოს ლანთიმოსმა კიდევ ერთი ახალი ფილმი, Kinds of Kindness გადაიღო. პირველი ტრეილერი სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

კინოსურათში ემა სტოუნი და უილემ დეფო მონაწილეობენ. მათ პარტნიორობას მარგარეტ ქუალისი, ჯო ელვინი ჯესი პლემონსი და ჰანტერ შაფერი გაუწევენ.

ფილმს რამდენიმე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მთავარი გმირი ეყოლება. მისი პრემიერა მიმდინარე წლის 21 ივნისს შედგება.

შეგახსენებთ, წელს 4 ოსკარი დაიმსახურა ამავე რეჟისორის, იორგოს ლანთიმოსის ფილმმა, Poor Things. ემა სტოუნს კი „საუკეთესო მსახიობი ქალის“ კატეგორიაში კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო გადაეცა.

რიგით მეორე „ოსკარი“ ემა სტოუნს – მსახიობი ულამაზესი ღია სალათისფერი კაბით

„ოსკარი“ 2024 წლის გამარჯვებულები ცნობილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები