LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ედინგტონი” – არი ასტერის ახალ ფილმში ვარსკვლავურ სამსახიობო შემადგენლობას ვიხილავთ

144
Untitled

არი ასტერის ახალ ფილმს ვარსკვლავური სამსახიობო შემადგენლობა დაამშვენებს. ამერიკელი რეჟისორის მომავალი პროექტი, რომელსაც ,,ედინგტონი” ჰქვია, ნიუ-მექსიკოს პატარა ქალაქის შერიფის შესახებ მოგვითრობს, რომელსაც დიდი მისწრაფებები აქვს.

ცნობილი გახდა, რომ კინოსურათში მთავარ როლს, ხოაკინ ფენიქსი შეასრულებს.

გაირკვა ისიც, რომ 37 წლის ფილმმეიკერის მომდევნო ნამუშევარში ასევე: პედრო პასკალი, ემა სტოუნი და ოსტინ ბატლერი მონაწილეობენ.

Eddington-ის გადაღებები 11 მარტს დაიწყო და მაისში დასრულდება. კინოსურათის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები