LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ

115
emanuel makroni

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ, – ინფორმაციას france 24 -ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი ქვეყნის ლიდერები პოლონეთიდან მატარებლით გაემგზავრნენ.

მედიაში ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს, რომ ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი მატარებლის კუპეში სხედან.

ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ მალე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მიანიჭოს თუ არა უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი.

„ჩვენ ვართ იმ მომენტში, როდესაც გვჭირდება, გავგზავნოთ მკაფიო პოლიტიკური სიგნალი, უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ, როდესაც ისინი გმირულ წინააღმდეგობას სწევენ“, – განაცხადა მაკრონმა ვიზიტამდე ერთი დღით ადრე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები