LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემანუელ მაკრონი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე გოჩა ლორთქიფანიძის არჩევას მიესალმება

98
1573215165-3000

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე გოჩა ლორთქიფანიძის არჩევას მიესალმება. ამის შესახებ მაკრონის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომლის ტექსტსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“დამოუკიდებელმა საკონსულტაციო კომისიამ დაადასტურა რომ თქვენს კანდიდატს გააჩნია აუცილებელი კვალიფიკაცია საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის პოსტისთვის და ჩვენც ასევე აღვნიშნეთ ღია განხილვისას რომ ბატონი ლორთქიფანიძე შესანიშნავი კანდიდატი იყო”, — ნათქვამია წერილში.

გარდა ამისა, ემანუელ მაკრონი ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობასა და სტრატეგიული დიალოგის დაფუძნებაზე საუბრობს.

“ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე, მადლობას მოგახსენებთ 2020 წლის 30 ნოემბრის წერილისთვის, რომელსაც ყურადღებით გავეცანი. ორიენტირებულია რა ევროპაზე, თქვენს ქვეყანას საფრანგეთი მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს, რომელთანაც, როგორც მოგეხსენებათ, მსურს რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები. ამის დასტურია ორმხრივი სტრატეგიული დიალოგის დაფუძნება, რომელიც ჩვენ ერთად დავაარსეთ და რომელმაც უკვე დაიწყო ფუნქციონირება და პირველი შედეგების ჩვენება. სამხრეთ კავკასიის პრობლემურ კონტექსტში, ჩვენს ქვეყნებს შორის სიახლოვეს დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ხაზგასმით აღინიშნა საფრანგეთ-გერმანიის 12 დეკემბრის განცხადებაში”, — ვკითხულობთ წერილში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g