მომღერალი ირმა სოხაძე ქალიშვილთან, სალომე ასათიანთან ერთად გერმანიაში, ლაიპციგში მოგზაურობს.
ირმა სოხაძე ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და შობას ულოცავს მათ, ვინც ამ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს:
„შობა ლაიპციგში, ასე მოხდა. გილოცავთ ყველას, ვისთვისაც 25-სა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსა! მათ შორის, ბევრი მართლმადიდებელია.
უკვე დღემ მატება დაიწყო, ასე ემატოს ჩვენში სინათლეს, სითბოს და გონიერებას, განვდევნოთ სიბნელე, სინათლის წელი დამდგარიყოს! გილოცავთ დამდეგს“, – წერს ირმა სოხაძე სოციალურ ქსელში.
შობა ლაიპციგში💝 ასე მოხდა😊💥 გილოცავთ ყველას, ვისთვისაც 25-სა დეკემბერსა ქრიტე იშვა ბეთლემსა!💝💥 მათ შორის, ბევრი…
Posted by Irma Sokhadze on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024