გასულ კვირას, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური სასამართლო პროცესი დასრულდა. ჯონი დეპმა ყოფილ მეუღლესთან, ემბერ ჰარდთან დავა წააგო და მოძალადის წოდებაც მოიპოვა. სასამართლო დასკვნის შემდეგ, დასავლური მედია ვარაუდობდა, რომ მსახიობის კარიერა საფრთხეში აღმოჩნდებოდა. მათი ვარაუდი გამრთლდა, Warner Bros.-მა ჯონი დეპს ფილმში „ჯადოსნური არსებების“ როლის დატოვება მოსთხოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია დეპმა სოციალური ქსელის საშუალებით თავად გაავრცელა.
„მსურს შეგატყობინოთ, რომ Warner Bros.-მა მთხოვა, გრინდელვალდის როლი დამეტოვებინა. მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და მოთხოვნას დავთანხმდი“ – წერს ჯონი.
განცხადებაში მსახიობმა საზოგადოებას გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
შეგახსენებთ, ჯონი დეპი აღნიშნულ როლს 2016 წლიდან ასრულებს.